ეკონომიკამთავარი

სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსი 8 თვეში 13,9 პროცენტით გაიზარდა

სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსი 2022 წლის იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,9 პროცენტით გაიზარდა.  ამის შესახებ სომხეთის  სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ადასტურებს.

სამრეწველო პროდუქციის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,2 პროცენტით გაიზარდა.

მშენებლობის მოცულობა 2022 წლის პირველ 8 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,2 პროცენტით გაიზარდა.

სავაჭრო ბრუნვის ზრდამ 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,6 პროცენტი შეადგინა.

სომხეთში გაწეული მომსახურების მოცულობა მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27,1 პროცენტით გაიზარდა.

2022 წლის იანვარ-აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2021 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 8,4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი 5,1 პროცენტით. ელექტროენერგიის წარმოების მოცულობა იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,6 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე წლის 8 თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობაში 56,2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 52,9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 58,2 პროცენტით გაიზარდა.

ნახეთ მეტი
Back to top button