მთავარიპოლიტიკა

ქოჩარიანს მიაჩნია, რომ სომხეთის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში ირანი უნდა ჩაირთოს

სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ირანსა და სომხეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას ხედავს და ამას აუცილებლობად მიიჩნევს სომხეთის უსაფრთხოების კომპონენტის ნაწილად. ამის შესახებ წერს „არმენპრესი“.

მისი თქმით, სომხეთის გარდა, ერთადერთი ქვეყანა, რომლისთვისაც სიუნიქის რეგიონი მნიშვნელოვანია, არის ირანი. „სომხეთის ყველაზე სუსტი ადგილი სიუნიქია და ეს არის ის სფეროც, რომლის უდიდესი სურვილიც თურქეთსა და აზერბაიჯანს აქვთ და ეს აშკარაა. ახლა ერთი კითხვა, სომხეთის გარდა რომელი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი სიუნიქი, ირანისთვის? ახლა ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია განცხადებების გარდა, შეგონების გარდა  პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, მხოლოდ ირანია? ამ 2 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით თითქმის არაფერი გაკეთებულა: სიუნიქში ირანთან 2 წვრთნა მაინც უნდა ჩაგვეტარებინა. ამ პერიოდში ირანთან გარკვეული სახელშეკრულებო საფუძველი უნდა ყოფილიყო და ეს იქნებოდა ყველაზე დიდი შემაკავებელი გარემოება აზერბაიჯანისთვის. საკითხავი ის არის, რომ ირანი არ არის სახელმწიფო, რომლის შეჩერებაც შეიძლება თითის ქნევით, თუ საქმე ეხება მის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ქოჩარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button