ეკონომიკა

სომხეთი 2022 წელს 11-12 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს

ვარაუდობენ, რომ 2022 წლის ბოლოს სომხეთის ეკონომიკური ზრდა 11-12 პროცენტი იქნება.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ „სომხეთის რესპუბლიკის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სომხეთის რესპუბლიკის კანონპროექტის წარდგენისას მთავრობის სხდომაზე განაცხადა სრ ფინანსთა მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა.

ხაჩატრიანმა შეახსენა, რომ 2022 წლის 8 თვეში ეკონომიკური აქტივობა 13,9 პროცენტით გაიზარდა, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტით თავდაპირველად განსაზღვრული საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებულია.

„დღევანდელი ეკონომიკური მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ 2022 წელი 11-12 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დავასრულოთ. ეს ფაქტი თავისთავად ძალიან პოზიტიურია, მაგრამ მომავალი წლისთვის 7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად ასევე საჭიროა დაჩქარდეს ის რეფორმები, რომლებმაც უნდა გააუმჯობესოს ეკონომიკის კერძო სექტორის პირობები და გაზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ეკონომიკური და სოციალური პროგრამების განხორციელების ეფექტურობა“, – განაცხადა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button