მთავარიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი სომხეთის ირგვლივ შექმნილ ვითარებას სტაბილურად დაძაბულად  აფასებს

სომხეთის რესპუბლიკის ირგვლივ ვითარება კვლავ საკმაოდ სტაბილურად დაძაბულია, ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის კითხვა-პასუხის დროს განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, როდესაც უპასუხა „სამოქალაქო კონტრაქტის“ დეპუტატის მარიამ პოღოსიანის კითხვას, თუ როგორ აფასებს ამჟამად სომხეთის ირგვლივ არსებულ ვითარებას და სამშვიდობო დღის წესრიგის გარშემო მიმდინარე  მოლაპარაკებების პროცესს, რა გამოწვევებია ამ მიმართულებით?

 „სომხეთის რესპუბლიკის ირგვლივ ვითარება კვლავ საკმაოდ სტაბილურად დაძაბული რჩება. ისიც უნდა ითქვას, რომ თავდაცვის სამინისტროს ანგარიშებიდან ჩანს, რომ დაძაბულობის განმუხტვის გარკვეულ შესაძლებლობებს ვხედავთ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას ამ თვალსაზრისით მოლაპარაკების პროცესის შინაარსიდან გამომდინარე“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერმა შეახსენა, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში გაიმართა არაერთი შეხვედრა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწეს შორის სხვადასხვა ფორმატში. რამაც მისი შეფასებით გარკვეული სივრცე გახსნა მოლაპარაკებებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button