მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა და ერდოღანმა განიხილეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი 

პრაღაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის  მთავრობა ავრცელებს.

სომხეთ-თურქეთის დარეგულირების კონტექსტში ხაზი გაესვა ორივე მხარის  პირდაპირ კონტაქტებსა და მაღალი დონის შეხვედრებს.

ნიკოლ ფაშინიანმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი და ამ მიმართულებით შესაძლო შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლების დისკუსიის შედეგად მიღწეული შეთანხმებების ვადაზე ადრე განხორციელების აუცილებლობას. კერძოდ, საუბარია მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე, სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი საჰაერო ტვირთების გადაზიდვის განხორციელებაზე.

ასევე გაცვალეს აზრები რეგიონულ პროცესებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button