მთავარისაერთაშორისო

რომელმა რუსმა მილიარდერებმა თქვეს უარი რუსეთის მოქალაქეობაზე?

რუსმა მილიარდერმა იური მილნერმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. მან Twitter-ზე გამოაცხადა, რომ რუსეთი ჯერ კიდევ 2014 წელს დატოვა, ამ ზაფხულს კი ოჯახთან ერთად დაასრულა რუსეთის დატოვების პროცესი.

„DST Global“-ის ხელმძღვანელი მილნერი რუსი მილიარდერების ტოპ 15-შია, რომლის ქონება 7,3 მილიარდი დოლარია. მან თავისი კაპიტალი მაღალტექნოლოგიურ სექტორში ინვესტიციებით შეიძინა. მილნერი მესამე რუსი მილიარდერია, რომელმაც უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. მანამდე საინვესტიციო კომპანია „Freedom Finance“-ის დამფუძნებელმა ტიმურ ტურლოვმა (2,4 მილიარდი დოლარი) და სომეხმა ბიზნესმენმა რუბენ ვარდანიანმა (1 მილიარდი დოლარი) უარი თქვეს რუსულ პასპორტებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button