პოლიტიკა

აშშ არ ყოფილა აქტიური სომხეთში უსაფრთხოების საკითხებში, მაგრამ ახლა სიტუაცია იცვლება  –  ფრენკ ფალონი

სომხეთში უსაფრთხოების საკითხებში აშშ აქტიური არ ყოფილა, მაგრამ ახლა სიტუაცია იცვლება. ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ფრენკ ფალონმა გუშინ ამერიკულ საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, წერს  “თავისუფლება“.

„ჩემი ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ცოტა მეტი როლი, არა მხოლოდ სომხეთის, არამედ არცახის უსაფრთხოების სფეროშიც და ვფიქრობ, შემაშფოთებელია ის, რომ რუს სამშვიდობოებსაც არცახში გარკვეული თვალსაზრისით საფრთხე ემუქრებათ. რადგან რუსეთმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ აღარ სურს იქ სამშვიდობო ძალების ყოლა“, – განაცხადა ფალონმა.

მან ასევე არ გამორიცხა შეერთებული შტატების დახმარება უსაფრთხოების სფეროში. „არ გამოვრიცხავ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მომენტში დავიწყოთ გარკვეული  როლის თამაში და ყოველთვის მჯეროდა, რომ სომხეთისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, თუ სომხეთი ევროკავშირის ნაწილი იქნებოდა და ნატოსთან უფრო მჭიდრო კონტაქტი ექნებოდა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, შესაძლოა, ამ ეტაპზე სომხეთისთვის ამ მიმართულებითაა ყურადღების გამახვილება საჭირო, რადგან რუსეთის უსაფრთხოების პაქტი  როგორც ჩანს, სომხეთს  არ მოიცავს“.

პალონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ იყვნენ აქტიურები სომხეთში უსაფრთხოების კუთხით, რადგან სომხეთში არის რუსული სამხედრო ბაზა და სომხეთი ОДКБ-ს წევრია, რომლის წევრიცაა რუსეთიც.

ფაქტობრივად, დღესაც ეს გარემოებები არ შეცვლილა. თუმცა, კონგრესმენს არ დაუკონკრეტებია, რამდენად შეაფერხებს ეს სომხეთ-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button