პოლიტიკა
აშშ-ის სენატში სამხრეთ კავკასიაში ვაშინგტონის პოლიტიკის შესახებ მოსმენები გაიმართება

16 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მოსმენებს გამართავს, რათა შეაფასოს ვაშინგტონის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში. https://factor.am/573425.html?fbclid=IwAR38tY1d4isbb9ZN86lAnHWW3JF3pLgM9O1Z1cTwk_Kop9sIddNc7IOhwA0. აზერბაიჯანული სააგენტოს Turan-ის ცნობით, მოსმენაზე სიტყვით გამოვლენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კერნ დონფრიდი და სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებებში, ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე ფილიპ რიკერი.
მოსმენის ინიციატორი კომისიის თავმჯდომარე ბობ მენენდესია.







