პოლიტიკა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის პარლამენტს წერილი გაუგზავნა აზერბაიჯანის მიერ სავარაუდო სამხედრო დანაშაულებებთან დაკავშირებით

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ წერილი გაუგზავნა ნიდერლანდების პარლამენტს აზერბაიჯანის მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების შესახებ. როგორც “არსენპრესი” იუწყება, წერილში საგარეო საქმეთა მინისტრი შეახსენებს, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა 2 ოქტომბერს თავის ტვიტერში ზიზღი გამოხატა ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც აზერბაიჯანელი ჯარისკაცები, სავარაუდოდ, ესვრიან სომეხ ტყვეებს.  თავის ტვიტერში მან მოუწოდა დაიწყონ დამოუკიდებელი გამოძიება  და თუ ვიდეოს ავთენტურობა დადასტურდება, დამნაშავეების სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდეს.

„ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის (EEAS) პრესმდივანმა პიტერ სტანომ 3 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება ვიდეოში წარმოდგენილი ომის კანონების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ იმავე დღეს განაცხადა, რომ გამოიძიებს ამ ვიდეოში ასახულ მოვლენებს. ამიტომ, ნიდერლანდებმა ოთხშაბათს, 5 ოქტომბერს, აზერბაიჯანის ელჩთან საუბარში განიხილეს ვიდეოს მოვლენები, გამოხატეს შეშფოთება იმის გამო, რაც ვიდეოზეა ასახული და მოუწოდა აზერბაიჯანს, დაიწყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიება“, – ნათქვამია წერილში.

საუბარში ასევე აღინიშნა, რომ ჰოლანდია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყურადღებით დააკვირდება გამოძიების პროცესს.

ნახეთ მეტი
Back to top button