საზოგადოება

შეერთებულ შტატებში სომხეთის საელჩომ პირველად გახსნა თავისი კარი ვიზიტორებისთვის

4 მაისს, სრ საელჩო აშშ-ში, შეუერთდა რა EVENTS DC – PASSPORT DC პროგრამას “მსოფლიოს გარშემო, სტუმრად საელჩოებში”, პირველად გააღო კარი ვიზიტორებისთვის, იუწყება აშშ-ში სრ საელჩო.

სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით საელჩომ მოაწყო სომეხი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, სომხური კოსტიუმების ჩვენება, სასმელების  და ტრადიციული გათას დეგუსტაცია.

დღის განმავლობაში 8200 ვიზიტორს ასევე საშუალება ჰქონდა გაცნობოდა მსოფლიოში ცნობილი სომხების ცხოვრებასა და მოღვაწეობას, კომიტასის შემოქმედებას მომღერლების – ლილია და ალექსანდრა იარალიანების შესრულებით.

ელჩმა და საელჩოს  დიპლომატებმა დამსწრე საზოგადოებას დაწვრილებით გააცნეს სომხური წეს-ჩვეულებები და ტრადიციები, ასევე წარმოადგინეს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ისტორია.

ნახეთ მეტი
Back to top button