საზოგადოება

ავტოიმპორტიორები გათავისუფლდებიან ზედმეტი ადმინისტრაციისა და დაცული იქნებიან  ფინანსური ზარალისგან

„Radar.am“-ი წერს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტის სექტორის განვითარებისა და ამ სექტორში არსებული პრობლემების გადასაჭრელად აღმასრულებელმა სომხეთის ხელისუფლებამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, ავტომობილების იმპორტიორები (ფიზიკური და იურიდიული პირები) გათავისუფლდებიან არასაჭირო ადმინისტრირებისა და ზედმეტი ფინანსური დანახარჯებისაგან. https://www.radar.am/hy/news/social-2539715765/?

დასაბუთების თანახმად, ამჟამად სომხეთში  შემოტანილი მანქანების განბაჟება არ ხორციელდება სომხეთის საზღვარზე იმპორტის დროს, მაგრამ იგი ხორციელდება სომხეთის საზღვრიდან მოშორებით, სხვა დასახლებებში (მაგალითად, ქალაქებში სისიანი, გიუმრი,  ხოლო ორგანიზაციების მიერ სატრანსპორტო საშუალებების შემოტანის შემთხვევაში ქალაქ ერევანში). რის შემდეგაც სატრანსპორტო საშუალება იღებს „დროებით“ სანომრე ნიშანს  განბაჟების განმახორციელებელი საბაჟო ორგანოსგან.

ძალიან ხშირად, სომხეთში  იმპორტირებულ მანქანებს უწევთ ევაკუაციის მომსახურებით სარგებლობა საზღვრიდან განბაჟების ადგილებამდე, ხოლო იმპორტიორებს უწევთ საკმაოდ დიდი, ხშირად თვითნებური და არაგონივრული თანხის გადახდა მანქანის ევაკუაციისთვის, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომობილი არის კარგ მდგომარეობაში და აქვს შესაძლებლობა გადაადგილდეს განბაჟების ადგილზე. შესაბამისად, შემოთავაზებულია სომხეთის რესპუბლიკის საზღვარზე არსებული საბაჟო ორგანოების უფლებამოსილება მიენიჭოს გასცეს „დროებითი“ ტიპის სანომრე ნიშნები სომხეთის რესპუბლიკაში იმპორტირებულ და სახელმწიფო რეგისტრაციას დაქვემდებარებულ მანქანებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button