პოლიტიკა

როგორ შეძლო სომხეთმა ასეთი მცირე მოსახლეობით გავლენის მოხდენა ? აზერბაიჯანელი დეპუტატი

აზერბაიჯანის დეპუტატმა ფაზილ მუსტაფამ მილი მეჯლისში გამოსვლისას გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ის ევროპის ქვეყნებში აზერბაიჯანის დიპლომატიური კორპუსს უჩიოდა, იუწყება აზერბაიჯანული მედია.

„ბოლო სხდომაზე ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება 256 დეპუტატის საზიზღარი გადაწყვეტილების მიმართ. მაგრამ ჩვენს უმოქმედობაზე საუბარი დაგვავიწყდა. რა არის ჩვენი უმოქმედობა? საუბარია საფრანგეთზე, ბელგიაზე, გერმანიაზე და სხვა ქვეყნებზე. როგორ შეიძლება მოხდეს ასეთი რამ, რომ ერთსულოვანი რეზოლუცია იყოს მიღებული და აზერბაიჯანს არავინ დაუჭიროს მხარი? ჩვენი დიპლომატიური კორპუსი იქ 30 წელია ფუნქციონირებს. იმ ელჩებს იქ 5-6 ნაცნობი და მეგობარი არ ჰყავდათ? სომხეთმა ხომ მოახერხა მისი მცირე მოსახლეობით გავლენის მოხდენა?  დაუჯერებელია. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ჩვენთან დაკავშირებულ საკითხებს ვერ ვაგვარებთ. ძალიან ხშირად მაღალ თანამდებობებს იკავებენ არაკომპეტენტური ადამიანები. ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს უნდა ჰქონდეს იმ ქვეყნების კომპეტენტურ პირებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე. ისინი უბრალოდ ხუთ წელს ატარებენ იქ და ბრუნდებიან. არავის ეკითხება, რას აკეთებდნენ“, – განაცხადა დეპუტატმა.

ნახეთ მეტი
Back to top button