საერთაშორისო

საქართველოს ტოპ 10 სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის რეიტინგი

2022 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ 19 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით მეტია. მათ შორის საქართველოს ექსპორტი 5.6 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით მეტია. იმპორტი კი 33%-ით, 13.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ამის შესახებ წერს „bm.ge“ https://bm.ge/ka/article/saqartvelos-top-10-

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა თურქეთი, რომელთანაც ბრუნვა 30%-ით, 2.81 მილიარდამდე გაიზარდა. მეორე ადგილზეა რუსეთი, რომელთანაც ბრუნვამ 2.5 მილიარდი შეადგინა (ზრდა 52%), მესამე პოზიცია ჩინეთმა დაიკავა $1.86 მილიარდით (მატება 26%). სავაჭრო ბრუნვით ქვეყნების ტოპ ათეულში შემავალი ქვეყნებიდან ვაჭრობა გაზრდილია ყველა ქვეყანაში გარდა უკრაინისა, რომელთანაც ბრუნვა 33%-ით შემცირდა.

საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის რეიტინგი:

1) თურქეთი – 2.81 მლრდ დოლარი, ზრდა 30%;
2) რუსეთი – 2.49 მლრდ დოლარი, ზრდა 52%;
3) ჩინეთი – 1.86 მლრდ დოლარი, ზრდა 26%;
4) აზერბაიჯანი – 1.31 მლრდ დოლარი, ზრდა 16%;
5) აშშ – 1.21 მლრდ დოლარი, ზრდა 43%;
6) სომხეთი – 1.20 მლრდ დოლარი, ზრდა 78%;
7) გერმანია – 729 მლნ დოლარი, ზრდა 33%
8) ბულგარეთი – 627 მლნ დოლარი, ზრდა 45%
9) უკრაინა – 507 მლნ დოლარი, კლება -33%
10) იტალია – 349 მლნ დოლარი, ზრდა 14%

რუსეთთან მიმართებით სავაჭრო ბრუნვის მატება საქართველოს მიერ რუსული საწვავის მოხმარების ზრდით იყო განპირობებული. 2022 წელს 361%-ით, 623 მილიონ დოლარამდე გაიზარდა რუსული საწვავის იმპორტი.

ნახეთ მეტი
Back to top button