პოლიტიკა

ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ შემაშფოთებელია ჰუმანიტარული ვითარება მთიან ყარაბაღში

ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდუტირმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის დახურვაზე. „დავიწყოთ ლაჩინის დერეფნით, სომხეთით, აზერბაიჯანით და მთიანი ყარაბაღით. რეგიონში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა მზარდ შეშფოთებას იწვევს. მინისტრთა კომიტეტი გააგრძელებს მოვლენებს თვალყურისდევნებას“, – განაცხადა ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოში სომხეთის მუდმივი წარმომადგენლობის ტვიტერის ჩანაწერზე დაყრდნობით.

ნახეთ მეტი
Back to top button