საზოგადოება

10-12 მარტს ერევანში ტექნოლოგიური გამოფენა „დიჯიტექი 2022“ გაიმართება

10-12 მარტს ერევნის კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გაიმართება ტექნოლოგიური გამოფენა „დიჯიტეკი 2022“ და საერთაშორისო კონფერენცია «DigiTec Summit 2022».

სომხეთის  მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტრო აცხადებს  “დიჯიტექი 2022” ტექნოლოგიურ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების დაწყების შესახებ.

იმ კომპანიების შერჩევას, რომლებმაც განაცხადი შეიტანეს  აწარმოებს დამოუკიდებელი კომისია.

მონაწილეობის განაცხადის შევსება შეგიძლიათ 12.02.2023 წლამდე შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScPDLqLIi-E 8NJnDRdbSpgXOe3kjmUyG_xpk1 xVToiNblP8Q/viewform

“დიჯიტექ 2022” საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოფენის მიზანია წარმოაჩინოს სომხური ტექნოლოგიური პოტენციალი და შესაძლებლობები, შექმნას პლატფორმა შიდა და გარე დიალოგისა და პრაქტიკული დისკუსიებისთვის, გამოავლინოს სფეროში განხორციელებული ცვლილებები.

გამოფენაში 120-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოური კომპანია და 80 000-მდე ვიზიტორი მიიღებს მონაწილეობას.

“DigiTec Summit 2022” გააერთიანებს მაღალი ტექნოლოგიების ლიდერებს სხვადასხვა ქვეყნიდან თემაზე “როგორ უწევენ კონკურენციას გლობალური მასშტაბით განვითარებადი ქვეყნები დიდი ტექნიკური ამბიციებით?”  (“How do emerging countries with large tech ambitions compete on a global scale”) 

ნახეთ მეტი
Back to top button