საერთაშორისო

პატრიარქი კირილი იყო კგბ-ს აგენტი ჟენევაში 1970-იან წლებში  –  შვეიცარიული პრესა

პატრიარქი კირილი (ვლადიმერ გუნდიევი), რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, 1970-იან წლებში სსრკ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (KGB) დავალებით აწარმოებდა სადაზვერვო საქმიანობას ჟენევაში. ამის შესახებ არაერთმა შვეიცარიულმა პერიოდულმა გამოცემამ,   მათ შორის  „Tages-Anzeiger“-მა გაავრცელა სახელმწიფო არქივები.

ამ ინფორმაციის მიხედვით, გუნდიაევი მუშაობდა დაზვერვის სამსახურში საკოდო სახელით  „მიხაილოვ“. იგი ეწეოდა ჯაშუშობას, ეკავა მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის თანამდებობა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში  (WCC) შვეიცარიაში. ამავე დროს, მისი მთავარი ამოცანა იყო გავლენა მოეხდინა ევროპის საბჭოზე.

„Tages-Anzeiger“-ის ცნობით, ბერნში რუსეთის საელჩო ZLM-ის ამ პუბლიკაციებს აღშფოთებული განცხადებით გამოეხმაურა და შეტყობინებებს „შვეიცარიაში რუსული სიძულვილის გავრცელების კიდევ ერთი მაგალითი“ უწოდა. რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. სახელმწიფო საბჭოში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვთ.

ნახეთ მეტი
Back to top button