კულტურა
სომხური ღვინის ისტორია საბერძნეთში იქნება წარმოდგენილი

საბერძნეთში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, სომხეთი პირველად მიიღებს მონაწილეობას გამოფენაში „Detrop“, რომელიც გაიმართება თესალონიკში, Helexpo-ში, ის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ღვინოსთან დაკავშირებით საბერძნეთში. ინფორმაციას საბერძნეთში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
გამოფენაზე კომპანია „Quality Wines“ წარადგენს ბრენდებს ArArAt, Zorah, Karas, ArmΑs, Hin Areni, Oshin, Orran, Armenia Wine, Kilikia, Jermuk და Noyan.
გამოფენა 18-20 თებერვალს გაიმართება.







