
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ხვალ, 15 თებერვალს თურქეთში გაემგზავრება, იუწყება სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მინისტრი მირზოიანი შეხვდება სრ სამაშველო ჯგუფს, რომელიც ახორციელებს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ქალაქ ადიამანში (ჰასანმსური).
ვიზიტის ფარგლებში ანკარაში გაიმართება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა.







