ექვსთვიანი სამსახურისთვის 1,5 მილიონი დრამი – სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ქმნის ქალთა ნაწილს

ნებაყოფლობით სამსახურის შესახებ კითხვებით მიმართა თავდაცვის სამიისტროს, საიდანაც უპასუხეს, რომ ქალების ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური ექვსთვიანი იქნება. გარდა ამისა, სახელმწიფომ ქალთა მომსახურებისთვის ჰონორარი 1,5 მილიონი დრამი (3,75 ათასი დოლარი) დააწესა.
და სად იმსახურებენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, სტანდარტულ ერთეულებში, თუ მხოლოდ ქალების განყოფილებები შეიქმნება?
თავდაცვის სამინისტროს პასუხი: „ამჟამად მომსახურე ქალი სამხედრო მოსამსახურეები იმსახურებენ იმ ქვედანაყოფებში, სადაც მსახურობენ, შეიარაღებულ ძალებში კი შეიქმნა მსროლელთა ბატალიონი, რომელიც მხოლოდ ქალი სამხედრო მოსამსახურეებით შეივსება..
რა პრინციპით განისაზღვრა ჰონორარი და სამსახურის ვადა, რა კრიტერიუმებით შეირჩევა თანამშრომლები და მიიღება თუ არა ყველა აპლიკანტი? ამ კითხვებზე სამინისტროში ამ დროისთვის არ პასუხობენ და აცხადებენ, რომ ისინი მთავრობის გადაწყვეტილებებით დარეგულირდება.
სომხეთის მთავრობა ამ პროექტს პროფესიულ არმიაზე გადასვლის ერთ-ერთ კომპონენტად მიიჩნევს. პროგრამის განხორციელება ზამთრის გაწვევამდე იგეგმება. მთავრობამ პროექტი დაამტკიცა, თუმცა პარლამენტს ჯერ არ განუხილავს.







