საზოგადოება

გენოციდის შედეგად სომხების ეკონომიკური ზარალი 46 მილიარდი დოლარია: თუ თურქული არქივი გაიხსნება ეს რიცხვი უფრო გაიზრდება – ეკონომისტი

ოსმალეთის იმპერიაში, სომხების გენოციდის შედეგად, გარდა ადამიანური დანაკარგებისა, იყო ეკონომიკური და მატერიალური ზარალიც. როგორ გამოვთვალოთ ისინი და როგორ მოვითხოვოთ კომპენსაცია? ამის შესახებ Factor.am ესაუბრა ამბერდის კვლევითი ცენტრის ექსპერტ ეკონომისტ ჰაიკ ბეჟანიანს.

ბეჟანიანის თქმით, მე-20 საუკუნის დასაწყისში სომეხ ხალხს დიდი წარმომადგენლობა ჰქონდა ოსმალეთის იმპერიაში და ეს წარმომადგენლობა ძალიან ხელშესახები იყო, განსაკუთრებით ეკონომიკურ ბლოკში. ეკონომისტმა აღნიშნა, რომ ოსმალეთის იმპერიის ექსპორტის 60 პროცენტი, იმპორტის 40 პროცენტი და შიდა ვაჭრობის 80 პროცენტი კოორდინირებული იყო სომეხი ვაჭრების მიერ და სომხები საკმაოდ დიდ როლს ასრულებდნენ ოსმალეთის იმპერიაში. თურქებს ძირითადად ეკავათ პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა. თუმცა, როგორც ბურჟუაზია, ხელში ეჭირათ ეკონომიკური ბერკეტები, სომხები ხშირად უკეთესად ცხოვრობდნენ, ვიდრე მათი მეზობელი თურქი სამხედრო მეთაურები, რაც   სერიოზულ შიშს იწვევდა  ოსმალეთის იმპერიაში – ფიქრობდნენ, რომ სომხები ერთ მშვენიერ დღეს  ხელში ჩაიგდებდნენ   სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.

ბეჟანიანის აზრით, ამ გარემოებების გამო ოსმალეთის იმპერიამაც ჩაიდინა ის დიდი დანაშაული, რომლის სრული მასშტაბების გააზრება  თეორიულადაც და პრაქტიკულადაც შეუძლებელი ხდება.

„ერთ-ერთი ექსპერიმენტი 2015 წელს, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავზე გავაკეთეთ. თუმცა, არსებობს დაბრკოლებები გამოთვლაში. მათ შორის პირველია ოსმალეთის იმპერიისა და მისი მემკვიდრე თურქეთის პოლიტიკა. დღემდე დაშიფრულია იმ პერიოდის სახელმწიფო ქონების აღრიცხვის მთელი პროცესი, საკანონმდებლო დონეზე არის მისი გასაიდუმლოებული და აკრძალულია შესწავლა“, – განაცხადა ეკონომისტმა.

ბეჯანიანმა აღნიშნა, რომ 2015 წელს ჩატარებული გაანგარიშების მონაცემი 46 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მაგრამ ის ეყრდნობოდა არსებულ ინფორმაციას. თუ ხელთ გვექნება უფრო სრულყოფილი მონაცემები, რა თქმა უნდა ეს რიცხვი უფრო გაიზრდება.

ნახეთ მეტი
Back to top button