საერთაშორისო

ისრაელი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ცდილობს გახდეს „სუპერსახელმწიფო“:  ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო

ისრაელის მიზანია გამოიყენოს თავისი ტექნოლოგიური მიღწევები, რათა გახდეს „სუპერსახელმწიფო“ ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში, მათ შორის სამხედრო მიზნებისთვის, განაცხადა ისრაელის თავდაცვის სამინისტროს აღმასრულებელმა დირექტორმა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. „ხელოვნური ინტელექტის სწრაფი წინსვლის ნაბიჯები მოიცავს სამინისტროს ფარგლებში სპეციალური სამხედრო რობოტების ორგანიზაციის შექმნას და ამ წლის რეკორდულ მაღალ ბიუჯეტს შესაბამისი კვლევისა და განვითარებისთვის“, – ამობს გადამდგარი არმიის გენერალი ეიალ ზამირი. მან ღრმა კვლევის სფეროებად დაასახელა GPT (გენერაციული წინასწარ გაწვრთნილი ტრანსფორმატორი) და AGI (ხელოვნური გენერალური ინტელექტი), რომლებზეც სამოქალაქო ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიები მუშაობენ და რომლებსაც, შესაძლოა, საბოლოოდ ჰქონდეთ სამხედრო აპლიკაციები. „არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტში ხედავენ მომავალ რევოლუციას, რომელიც შეცვლის ომის სახეს ბრძოლის ველზე“, – თქვა ზამირმა. მისი თქმით, არსებობს მისია აქციოს  ისრაელი “ხელოვნური ინტელექტის ზესახელმწიფოდ  და გახდეს ამ კლუბში შემავალი მსოფლიო სახელმწიფოების ძალიან შეზღუდული რაოდენობის ლიდერი”.

ნახეთ მეტი
Back to top button