პოლიტიკა

არმენ გრიგორიანი ბრატისლავაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწესთან ერთად პანელ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი სამუშაო შეხვედრების მიზნით სლოვაკეთში, შემდეგ კი მოლდოვაში გაემგზავრება. ამის შესახებ სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ოფისში განაცხადეს.

არმენ გრიგორიანი სამუშაო შეხვედრებს გამართავს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში 31 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ხოლო 1-დან 2 ივნისამდე კიშინიოვში, მოლდოვას დედაქალაქში.

გრიგორიანი მონაწილეობას მიიღებს პანელ დისკუსიაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიკმეტ ჰაჯიევთან ერთად ბრატისლავაში გამართული GLOBSEC 2023 ბრატისლავის ფორუმის ფარგლებში.

GLOBSEC 2023 ბრატისლავის ფორუმი დღეს გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button