ეკონომიკამთავარი

საუბარი შეეხო ჩინურ ბაზარზე სომხური პროდუქციის ცნობადობის გაზრდას

მინისტრი ვაჰან ქერობიანი პეკინში შეხვდა ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს ჟან შაოგანს. საბჭო არის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობისთვის, რომელიც დაარსდა 1952 წელს.

განხილულ იქნა ჩინურ ბაზარზე სომხური პროდუქციის ცნობადობის გაზრდასთან, ურთიერთგაცნობითი ვიზიტების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მიზნით ჩინურმა მხარემ სომხური კომპანიები მოიწვია ჩინეთში ორგანიზებულ გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად.

ჟანგ შაოგანმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთში დაფიქსირებულ მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. შეხვედრაზე მინისტრმა წარმოადგინა მთავრობის მიერ განხორციელებული სახელმწიფო დახმარების პროგრამები, რომლებიც ეხმარება ბიზნესმენებს ახალი ტექნიკის შეძენაში და მათი კომპანიების პროდუქტიულობის გაზრდაში.

ნახეთ მეტი
Back to top button