
მათ ბრიუსელში განაცხადეს, რომ სომხური მხარე მზადაა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად და ბაქომ, გარანტიების გარდა, უნდა გადადგას ნაბიჯები ამის მოქმედებით დასამტკიცებლად.
„როგორც ჩანს, გრანადაში შეხვედრის შემდეგ, რომელშიც ილჰამ ალიევი არ მონაწილეობდა, ჩვენ ხელიდან გავუშვით წარმატების მიღწევის შესაძლებლობა“, განუცხადა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა.







