
„დასავლეთ აზერბაიჯანზე“ საუბარი ეჭვქვეშ აყენებს აზერბაიჯანის გულწრფელობას. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინსტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა პირდაპირ ეთერში მოქალაქეების კითხვაზე პასუხის გაცემისას.
„სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი მთავარი დებულება უნდა იყოს ის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ და მზად არიან აიღონ დე იურე აუცილებელი ვალდებულება, რომ მსგავსი პრეტენზიები მომავალში არ წაუყენონ ერთმანეთს.
რა არის “დასავლეთ აზერბაიჯანი”? „დასავლეთ აზერბაიჯანის კონცეფცია არის სომხეთის წინააღმდეგ ახალი ომის ფორმირების, აგების და გამართლების კონცეფცია“, – განმარტა პრემიერმა.







