
სომხეთის მთავრობის მიერ ინიცირებული ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს. ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა 18 დეკემბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელოც ტარდებოდა სლოგანით: „სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობა: შრომის სფეროს მომავლის ცვლილება ტექნოლოგიური გარდაქმნებისა და კრიზისის ეპოქაში“, –
მისი თქმით, პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ შეიძლება გახდეს სომხეთის მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის წყარო. „ეს უკავშირდება იმას, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება გაზრდის გლობალურ საქონელზე წვდომას“, – დასძინა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ შუა დერეფანს „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ტრანსკასპიური დერეფანი ჰქვია, რომელიც ჩინეთიდან ევროპისკენ გადის.







