2024 წელს სომხეთის მთავრობამ 7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა იწინასწარმეტყველა

მე არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ სომხეთში ეკონომიკური ბუმი მხოლოდ გადმოსახლებულთა შედეგად მოხდა. ბუნებრივია, სრ მთავრობა და ჩვენ ჩვენი პოლიტიკური გუნდით ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სომხეთი გახდეს მიმზიდველი გარემო საცხოვრებლად, სამუშაოდ და შემოქმედებისთვის. ამის შესახებ NEWS.am-თან საუბარში ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა.
„სწორედ იმ გარემოზე გაწეული მუშაობის შედეგად, ხალხმა, ვისაც რუსეთი უნდა დაეტოვებინა, სომხეთი აირჩია. არ წასულან, ვთქვათ, აზერბაიჯანში, ბევრ სხვა ქვეყანაში. სომხეთი ამ მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარია.
ჩვენი ნაბიჯები მიზნად ისახავს ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სომხეთი კარგი ადგილია IT-ის სპეციალისტებისათვის“, – განაცხადა მან.
კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა ეკონომიკური ზრდის ბუმი, მინისტრმა უპასუხა: „2024 წელს მთავრობამ 7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაც იწინასწარმეტყველა. არ დავმალავ, რომ არის გამოწვევები, მაგრამ არის უამრავი შესაძლებლობაც, რომელთა სწორად განხორციელების შემთხვევაში მივაღწევთ მიზანს“.







