ეკონომიკა

ვაჰაგნ ხაჩატურიანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში,სომხეთის  რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორს რაფაელ მარიანო გროსის შეხვდა.

“ARMENPRESS”-ის  ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს სრპრეზიდენტის აპარატი.

შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სრ მთავრობასა და IAEA -ს შორის გრძელვადიანი და ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც არსებითი მნიშვნელობისაა სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

საუბრისას გაცვალეს აზრები სომხეთში ბირთვული, როგორც “მწვანე” ენერგეტიკის შემდგომი განვითარების შესახებ. IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთს ყოველთვის შეუძლია IAEA-ს მხარდაჭერის იმედი იქონიოს .

შეხვედრის დასასრულს მიღწეულ იქნა შეთანხმება მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, განსაკუთრებით საექსპერტო რჩევებისა და ყოვლისმომცველი მხარდაჭერის ფარგლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button