პოლიტიკა
კუხო-ს შემაჯამებელ დოკუმენტებზე ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია

კუხო-ს მიერ მიღებულ დოკუმენტებზე ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილება განხილვის პროცესშია, განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა.
კითხვაზე, რა აწუხებს ერევანს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა: – “არაფერი არ აწუხებს, განხილვის პროცესშია”.
კუხო-ს გენერალური მდივანი იმანგალი ტასმაგამბეტოვი დეკემბრის ბოლოს ეწვია ერევანს და თან ჩამოიტანა დოკუმენტების პაკეტი, რომელიც ერთი თვის წინ იქნა მიღებული მინსკში კუხო-ს საბჭოს სხდომაზე და რომელსაც სომხური მხარე არ შეუერთდა.
კუხო-ში გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით, მაგრამ ათ წელზე მეტი ხნის წინ წესდებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საბჭოს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება შეზღუდული ფორმატით, თუ ამ პროცედურის წინააღმდეგი არავინაა.







