მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა “მშვიდობის გზაჯვარედინი” პროექტი Global Gateway-ის საინვესტიციო კონფერენციაზე წარადგინა

სომხეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ ბრიუსელში დაწყებული Global Gateway-ის საინვესტიციო კონფერენციაზე იყო წარდგენილი.

როგორც იტყობინება ბრიუსელში Armenpress-ის კორესპონდენტი, კონფერენციის  წრეებში „სამხრეთ კავკასია და თურქეთი. მყარი კავშირი ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის“ თემაზე პანელური დისკუსიის დროს პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ წარმოადგინა სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ არმენ სიმონიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, პროგრამის მთავარი პრინციპია, რომ ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზები, რკინიგზა, საჰაერო გზები, მილსადენები, კაბელები, ელექტროგადამცემი ხაზები, იმ ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ ფუნქციონირებდნენ, სადაც ისინი გადიან. „ბოლოდროინდელმა გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა დაამტკიცა, რომ სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია სასიცოცხლო აუცილებლობაა რეგიონულ ბაზრებზე საქონლის მიწოდების უწყვეტობისთვის. და ეს არის მიზეზი იმისა, რომ სომხეთის მთავრობამ შექმნა ინიციატივა “მშვიდობის გზაჯვარედინი”. ამოქმედების შემთხვევაში, პირველი წლის განმავლობაში, რეგიონის ქვეყნებით 4,7 მილიონი ტონა ტვირთისა და 300 ათასი მგზავრის გადაზიდვას უზრუნველყოფს. 2050 წლისთვის სომხეთის რესპუბლიკის სარკინიგზო ინფრასტრუქტურით რეგიონის ქვეყნებს შორის გადაზიდული ტვირთის მოცულობა დაახლოებით 10 მილიონი ტონა იქნება“, – განაცხადა სიმონიანმა.

კონფერენციის ფარგლებში მინისტრის მოადგილე არმენ სიმონიანმა ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ღონისძიებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ. ასევე ესწრებოდნენ ექსპერტები კერძო საინვესტიციო კომპანიებიდან, ექსპერტები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან.

ფორუმი ეძღვნებოდა ევროკავშირის გაფართოებულ სამეზობლოში არსებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გამოყენებას მათ შორის ვაჭრობის გასაადვილებლად. ცალკე პანელური დისკუსიების დროს წარმოდგენილი იყო მონაწილე ქვეყნების საინვესტიციო მიმზიდველობა და არსებული ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები.

ნახეთ მეტი
Back to top button