სომხეთს ეწვევა ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე

ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე მარკეტა პეკაროვა ადამოვა დღეს სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა ჩეხეთის ელჩმა სომხეთში პიტერ პირუნჩიკმა: „ეს არის ყველაზე მაღალი რანგის ვიზიტი ჩეხეთიდან სომხეთში ბოლო 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ვიზიტის ფარგლებში ის გამართავს მოლაპარაკებებს სომხეთის მთავრობის მაღალჩინოსნებთან, მოინახულებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარს, მიიღებს მონაწილეობას ბიზნეს ფორუმში და გახსნის გამოფენას ჩეხური ციხე-სიმაგრეებისა და სასახლეების შესახებ“, – წერს ელჩი. მან აღნიშნა, რომ დელეგაციაში შედის რამდენიმე ჩეხი პარლამენტარი, კომპანიების, სავაჭრო პალატის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, ასევე უნივერსიტეტების (ჩარლზის უნივერსიტეტი და ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი) და ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები. “ვიზიტი გამოხატავს ჩვენს ინტერესს და მხარდაჭერას სომხეთის მიმართ”, – ხაზგასმით აღნიშნა ელჩმა.







