მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის კონსტიტუციაშიც არის დებულებები, რომლებიც სარკისებურად  უნდა შეიცვალოს  – სომხეთის პარლამენტის სპიკერი

სომხეთის რესპუბლიკის დაარსებიდან მას ჰქონდა და აქვს დოკუმენტებში დებულებები, რომლებიც, ჩემი აზრით, უნდა გადაიხედოს ყველა გეოპოლიტიკური ცვლილების გათვალისწინებით და ყველა მოვლენის გათვალისწინებით. ამის შესახებ დღეს, 31 იანვარს, ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტთან, მარკეტა პეკაროვა ადამოვასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავიგოთ, სად მიდის სომხეთი და რა მიზნებს ემსახურება, რა არის სომხეთის არსებობის მიზანი. არის თუ არა ეს არსებობა მისთვის, რომ აღვადგინოთ ისტორიული „დიდი სომხეთი“, „პატარა სომხეთი“, თუ ეს 21 სექტემბერს ეხება,  როცა დამოუკიდებლობა მივიღეთ,  თუ ეს სომხეთის მოქალაქეს ეხება, რომელიც უსაფრთხოდ უნდა იყოს და აყვავებული ცხოვრება ჰქონდეს? “, – თქვა ალენ სიმონიანმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კითხვებზე პასუხები უნდა იქნას გაცემული და რომ ამ კითხვებზე პასუხები  მკაფიოდ არ არის ასახული სომხეთის კანონმდებლობაში.

„სომხეთი არ შეიძლება იყოს ამორფული რამ, ამ საკითხზე ვერავინ გვეკამათება. შეუძლებელია  სომხეთის მოქალაქემ არ იცოდეს  სად იწყება და მთავრდება მისი სამშობლო, თქვა ალენ სიმონიანმა და დასძინა: „სომხეთის მთიანეთი, დიახ, ჩემი სამშობლოა, ჩემი აკვანი, მაგრამ მე მაქვს სახელმწიფო სახელწოდებით სომხეთის რესპუბლიკა,სადაც  1991 წელს მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა კონკრეტული საზღვრებით და რომლის მოქალაქეები ვართ, ჩვენ ყველას ეს უნდა გვესმოდეს და ყოველივე ეს ასახული უნდა იყოს კანიონმდებლობაში.

კითხვაზე, კონსტიტუციის ცვლილება აზერბაიჯანის მოთხოვნაა თუ უკავშირდება მოლაპარაკებებს, ალენ სიმონიანმა უპასუხა: „მოგიწოდებთ და მინდა გავაკეთო განცხადება, რომ ამიერიდან ყველა იმ ეპიზოდში, სადაც თქვენ  მსგავს კითხვას დაუსვამთ სომხეთის რესპუბლიკის თანამდებობის პირს, უნდა იცოდეთ, რომ  ეს საკითხი წამოყენებულია სომხეთის რესპუბლიკის მიერ. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ  აზერბაიჯანის კონსტიტუციაში,  აზერბაიჯანის სამართლებრივ  აქტებში არის დებულებები, რომლებიც შესაბამისად უნდა შეიცვალოს.

და ვიმეორებ, ყველა მოლაპარაკება, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკა აწარმოებს,  ხდება სარკისებურად. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს რაიმე მოსაზრება, რაიმე  წინადადება მომავალი მშვიდობის  უფრო განმტკიცებისათ მიმართულებით, ეს ეხება, როგორც  აზერბაიჯანს, ისევე სომხეთსაც“- განაცხადა ალენ სიმონიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button