ეკონომიკა

ირანი და სომხეთი სავაჭრო ბრუნვის 3 მილიარდ დოლარამდე გაზრდაზე შეთანხმდნენ

ირანი და სომხეთი სავაჭრო ბრუნვის 3 მილიარდ დოლარამდე გაზრდაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სომხეთ-ირანის მთავრობათაშორისი ერთობლივი კომისიის მე-18 სესიაზე განაცხადა ირანის პროგრამულ-საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავიდ მანზურმა, იუწყება IRNA.

ორმა ქვეყანამ ასევე ხელი მოაწერა დოკუმენტებს 19 მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების შესახებ.

სესიაზე ირანის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰეიდარ მოჰამადიმ გამოაცხადა მზადყოფნა ირანული წარმოების მედიკამენტების სომხეთში ექსპორტისთვის. მისი თქმით, ირანი თვითკმარია წამლებისა და ფარმაცევტული აღჭურვილობის წარმოებაში.

თავის მხრივ, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლენა ნანუშიანმა განაცხადა, რომ ირანმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის წარმოების სფეროში.

“სომხეთი მიესალმება ირანთან თანამშრომლობას სამედიცინო ტურიზმის, ფარმაცევტული დაზღვევისა და ჯანდაცვის სფეროებში”, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button