პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზე აზრები გაცვალეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიუნხენში ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა შმიდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სრ მთავრობა ავრცელებს.
ნიკოლ ფაშინიანმა და ჰელგა შმიდმა აზრები გაცვალეს სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზე. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სომხური მხარის პრინციპებზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან 17 თებერვალს გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე.
თანამოსაუბრეებმა ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ნაბიჯების უწყვეტობას.







