კულტურამთავარი

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ქართველოლოგიის ცენტრი

ერევანი, 26 მარტი, არმენპრესი. ქართველოლოგიის ცენტრის გახსნის ცერემონია ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე გაიმართა. ღონისძიებას სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ესწრებოდნენ.

„არმენპრესის“ ცნობით, მისასალმებელ სიტყვაში, უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანმა მხითარ გაბრიელიანმა განაცხადა, რომ ქართველოლოგიის ცენტრი უახლოეს წლებში გახდება ერთ-ერთი ცენტრი სომხურ-ქართული ურთიერთობების განმტკიცებისა და სამეცნიერო-აკადემიური კავშირების ახალი განვითარებისა და გაღვივებისთვის.

229442.jpg (502 KB)

ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჰოვანეს ჰოვანისიანმა განაცხადა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გიორგი ამილახვართან შეხვედრისას ისაუბრეს სომხურ-ქართულ ურთიერთობებზე და ათასობით წლის ისტორიის მქონე მეგობრობაზე და ასევე განიხილეს ყველა შესაძლო საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, რასაც დღეს იძლევა უმაღლესი განათლების სექტორი სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების თვალსაზრისით.

„თბილისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე რამდენი წელია ფუნქციონირებს არმენოლოგიის ცენტრი, რომელმაც საკმაოდ დიდი რაოდენობით არმენოლოგი მოამზადა. ვიმედოვნებთ, რომ ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა უზრუნველყოფს ახალ პროგრამებსა და იდეებს, რაც კიდევ ერთი ხარისხით აამაღლებს ქართველოლოგიის დონეს სომხეთსა და უნივერსიტეტში“, – განაცხადა ჰოვანისიანმა.

სომხეთის რესპუბლიკის სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა შეახსენა, რომ ერთი წლის წინ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დელეგაცია რექტორი. საქართველოში გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები და ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმებს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს სომხურ-ქართულ მეგობრულ ურთიერთობებს. ვიზიტის დროს განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების გაფართოებისა და განვითარების მნიშვნელობას.

229435.jpg (475 KB)

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა არის პროგრესული ნაბიჯი ქართველოლოგიის განვითარების კუთხით.

229438.jpg (498 KB)

„ჩვენს ქვეყნებს აქვთ მეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რაც მყარი საფუძველია თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავებისთვის. მიმდინარე წელს ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები, რაც აშკარა დასტურია იმისა, რომ ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული უნიკალური ურთიერთობების მრავალმხრივ განვითარებას. ასევე უნდა აღვნიშნო გუშინდელი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა პრემიერ მინისტრებს შორის. დამტკიცებული ხელშეკრულებების წყალობით, უახლოეს მომავალში უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გველოდება. ჩვენთვის უპირველესი მნიშვნელობა აქვს სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტების მჭიდრო თანამშრომლობას და ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ამ საკითხს. როგორც  არმენოლოგია სომხეთისთვის, ისე ქართველოლოგიის განვითარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ ცენტრის გახსნით ჩვენ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანთ“ , – განაცხადა ამილახვარმა.

ნახეთ მეტი
Back to top button