სპორტი

ედუარდ სპერციანი პოსტსაბჭოთა რეგიონის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგში გამოჩნდა

სომხეთის ნაკრებისა და რუსული “კრასნოდარის” ნახევარმცველმა ედუარდ სპერციანმა Transfermarkt-ის მიხედვით პოსტსაბჭოთა ტერიტორიის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა.

სპერციანის ტრანსფერის ღირებულება 18 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

სიას იტალიური “ნაპოლის” ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს, რომლის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

მეორე ადგილზეა ინგლისური “არსენალის” უკრაინელი მცველი ალექსანდრე ზინჩენკო. ის 42 მილიონი ევრო ღირს.

სამეულში ასევე მოხვდა მოსკოვის “სპარტაკის” მოლდოველი მცველი ოლეგ რიაბჩუკი.

სპერციანი “კრასნოდარის”აღზრდილია.  ფეხბურთელი დაიბადა რუსეთში, მაგრამ 2021 წლის თებერვალში მან გადაწყვიტა ეთამაშა სომხეთის ნაკრებში. ნახევარმცველს “კრასნოდართან” კონტრაქტი 2026 წელს ეწურება.

ნახეთ მეტი
Back to top button