საერთაშორისო

ვაჭრობის სრული აკრძალვის მიუხედავად, თურქეთი აგრძელებს აზერბაიჯანული ნავთობის მიწოდებას ისრაელისთვის

აზერბაიჯანული ნავთობი კვლავ იტვირთება ისრაელისკენ მიმავალ ტანკერებზე თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პორტ ჯეიჰანში, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა 2 მაისს გამოაცხადა ისრაელებთან ვაჭრობის სრული აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ Globes ისრაელის წყაროებზე დაყრდნობით წერს Intellinews.

აზერბაიჯანს, რომელიც თურქეთის ახლო მოკავშირეა, ძლიერი ურთიერთობა აქვს ისრაელთან. ის ისრაელისთვის ნავთობის მნიშვნელოვანი მიმწოდებელია. კასპიის ზღვის მარაგებიდან ნავთობი ჯეიჰანის პორტში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით აღწევს, საიდანაც ტანკერებით ის   ჰაიფაში გადაიტანება.  იანვარში ისრაელი იყო აზერბაიჯანული ნავთობის მთავარი მყიდველი, რომელმაც შეიტანა 523 500 ტონა საწვავი, 297 მილიონი დოლარი საერთო ღირებულებით. ისრაელისთვის ნავთობის სხვა მნიშვნელოვანი მიმწოდებლები არიან ყაზახეთი და ნიგერია. ისრაელსა და თურქეთს შორის ვაჭრობა წელიწადში დაახლოებით 6,2 მილიარდ დოლარს შეადგენს, თურქეთის ექსპორტი დაახლოებით 4,6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ისრაელის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს მონაცემებით, ისრაელი იყო თურქეთის მე-13 უდიდესი საექსპორტო ბაზარი 2023 წელს, მასზე მოდის თურქული ექსპორტის 2, 1 %, მათ შორის ნავთობპროდუქტებიც.  აპრილში თურქეთის პორტებში დღეში დაახლოებით 11 000 ბარელი ბენზინი და დიზელი გადიოდა.

თურქი ექსპორტიორებისთვის მეტად გასაკვირი იყო ანკარას განცხადებით ისრაელთან ვაჭრობის გაყინვის შესახებ,  ისინი  ცდილობენ თავიანთი საქონელი ისრაელში გააგზავნონ მესამე ქვეყნების მეშვეობით. შეგახსენებთ, თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ 2 მაისს გამოაცხადა, რომ ანკარა ისრაელში ექსპორტსა და იმპორტს აჩერებს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის განვითარებულ მოვლენებში მისაღები არაფერია და ისრაელმა  სასტიკად მოკლა 40-45 000 პალესტინელი. „როგორც მუსულმანები, ჩვენ ვალდებული ვართ ვედგეთ გვერდში და არა ვუყუროთ შორიდან. ვეღარ ვითმინეთ, ჩვენი ნაბიჯები გადავდგით. აქამდე ჩვენ შორის ვაჭრობის მოცულობა 9,5 მილიარდ დოლარს შეადგინდა,  ჩვენ დავხურეთ ეს კარი“, – განაცხადა ერდოღანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button