
აზერბაიჯანთან პროცესის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი თემაა საზღვრის დემარკაცია, რომლის ირგვლივ წარმოიშვა საპროტესტო აქციები, რომელსაც დეკანოზი ბაგრატ გალსტანიანი, საპარლამენტო ოპოზიცია და სხვა ძალები ახორციელებენ. Factor TV-სთან ინტერვიუში განაცხადა აშშ-ს მასაჩუსეთსის სთოუნჰილის კოლეკის პოლიტოლოგიის ლექტორმა ანა ოჰანიანმა.
„საზღვრის დემარკაცია აზიანებს ალიევის რეჟიმს, რადგან აზერბაიჯანული საზოგადოება ხედავს, რომ სომხეთს არ სურს ომი, რაც ეწინააღმდეგება ალიევის ნარატივს, ასევე ასუსტებს არმიის როლს აზერბაიჯანში. გამიკვირდა, რომ ალიევი საზღვრის დემარკაციაზე წავიდა, რადგან ეს მის რეჟიმს ეწინააღმდეგება. დემარკირებული საზღვარი უსაფრთხოა, ის აგრესიას აფერხებს. თუ საზღვრები სტაბილური გახდება, აგრესია, როგორც დემარკაციის ინსტრუმენტი სუსტდება, რუსეთის ფედერაციის ფაქტორიც შესუსტდება. დემარკაცია ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ რეგიონში რუსეთის ფედერაციის დასუსტებაში“.
აზერბაიჯანი ადვილად დაიწყებს ომს, სანამ არ იქნება ეკონომიკური კავშირები სომხეთთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კავშირების ნაკლებობა საშიშია. თუ ასეთი კავშირები იქნება, აზერბაიჯანში შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც ომს დაუპირისპირდებიან, აღნიშნა რესპოდენტმა.
ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის ალტერნატიული კანდიდატი ეკლესიის წარმომადენელია. სომხური სამოციქულო ეკლესია ხელმძღვანელობს ოპოზიციურ მოძრაობას, რომელსაც ფაშინიანის გუნდი საკმაოდ აგრესიულად და მკვეთრად უპირისპირდება, რაც დღის წესრიგში აყენებს ეკლესიის სრულად დაბეგვრის საკითხს. ანა ოჰანიანი აქ ხედავს შემდეგ საფრთხეს, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობს დაეყრდნოს ისეთ კონსერვატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა ეკლესია, შეუტიოს სომხეთის დემოკრატიას და დაასუსტოს სახელმწიფო.







