
13 თებერვალს პარიზის საქალაქო საბჭომ ერთხმად მიიღო მიმართვა „აზერბაიჯანში დაკავებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი ლიდერების შემაშფოთებელი მდგომარეობის შესახებ“. პარიზის მერის მოწვევით მიმართვის მიღებას საფრანგეთში სომხეთის ელჩი არმან ხაჩატრიანიც ესწრებოდა.
მიმართვა ეხება მერის ანა იდალგოს ვიზიტებს სომხეთში და მის ურყევ სოლიდარობას სომეხი ხალხის მიმართ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პარიზის საკრებულოს სრულ მხარდაჭერას სომხეთისა და სომეხი ხალხისადმი.
აღნიშნულ მიმართვაში, მთიანი ყარაბაღის ყოფილი ლიდერების დაკავების გარემოებებზე, აზერბაიჯანში მათი პატიმრობის პირობებსა და მათ წინააღმდეგ წაყენებულ ყალბ ბრალდებებზე დაყრდნობით, პარიზის საქალაქო საბჭო გმობს მთიანი ყარაბაღის ყოფილი ლიდერების უკანონო დაპატიმრებასა და ყალბ სასამართლო პროცესებს, მოითხოვს მათ გათავისუფლებას.
მოწოდება პარიზის საკრებულოს კენჭისყრისთვის მერის მოადგილემ არნო ნგა ჩაიმ წარუდგინა.







