სპორტი

სომხეთის ნაკრების საბოლოო სია საქართველოს წინააღმდეგ მატჩისთვის

სომხეთის საფეხბურთო ნაკრების ჰოლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან ტ შიპმა, საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის B დივიზიონის საგზურისთვის პლეი-ოფის პირველი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების საბოლოო სია გამოაქვეყნა.

მატჩი 20 მარტს ერევნის ვაზგენ სარგსიანის რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

საპასუხო მატჩი 23 მარტს თბილისში გაიმართება.

მეკარეები:

ოგნიენ ჩანჩარევიჩი – “ნოე”

არსენ ბეგლარიანი – “ვანი”

ჰენრი ავაგიანი – “არარატი-სომხეთი”

დამცველები:

ვარაზდატ ჰაროიანი – “პიუნიკი”

ჰოვანეს ჰამბარძუმიანი – “ნოე”

სერგეი მურადიანი – “ნოე”

პეტიკ მანუკიანი – ცსკა

კამო ჰოვჰანნისიანი – “არარატი-სომხეთი”

ედგარ გრიგორიანი – “არარატი-სომხეთი”

ნაირ ტიკნიზიანი – ლოკომოტივი (მოსკოვი, რუსეთი)

სტიოპა მკრტჩიანი – ოსიეკი (ხორვატია)

გეორგი ჰარუთუნიანი – “პუშკას აკადემია” (უნგრეთი)

ნახევარმცველები/ფორვარდები

ტიგრან ბარსეღიანი – სლოვანი (ბრატისლავა, სლოვაკეთი)

ვაჰან ბიჩახჩიანი – ვარშავა ლეგია (პოლონეთი)

ედგარ სევიკიანი – ლოკომოტივი (მოსკოვი, რუსეთი)

უგოჩუკვუ ივუ – რუბინ ყაზანი (რუსეთი)

არტურ მირანიანი – “Universitatea Cluj” (რუმინეთი)

ნარეკ გრიგორიანი – “ფორული” (კონსტანტა, რუმინეთი)

ჰრანტ-ლეონ რანოსი – კაიზერსლაუტერნი (გერმანია)

გორ მანველიანი – “ნოე”

არტაკ დაშიანი – “ნოე”

სოლომონ უდო – “პიუნიკი”

ნიკოლას კალუკიანი – “ურარტუ”

ნახეთ მეტი
Back to top button