მთავარიპოლიტიკა

ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას: ფეზეშკიანი საუბრობს სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვაზე

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვა ქვეყნების მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე უნდა მოხდეს.

Armenpress“-ის ცნობით, ირანის პრეზიდენტმა ეს აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიის AzTv-თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების არხების განბლოკვის საკითხთან დაკავშირებით ერევანსა და ბაქოს შორის არსებულ უთანხმოებებსა და სირთულეებზე ისაუბრა.

ინტერვიუ სპარსულიდან Caspian Frontiers Telegram არხმა თარგმნა.

ფეზეშიკანმა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ როგორ ხედავს ირანი სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის საკითხის გადაწყვეტას, კერძოდ, თავად აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში გადასვლის უზრუნველყოფას, აღნიშნა, რომ ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას  და ერთმანეთის ტერიტორიებზე თვალი არ უნდა ეჭიროთ.

ირანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო და ტერიტორიული საკითხების მოგვარება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ორი ქვეყნის პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები დარეგულირდება ორივე მხარის უფლებების გათვალისწინებით.

„ეს არის პირველი და მთავარი კანონი. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო და ტერიტორიული საკითხების მოგვარება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ორი ქვეყნის პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები დარეგულირდება ორივე მხარის უფლებების გათვალისწინებით. ამ საკითხის გადასაჭრელად, ამჟამად ვმუშაობთ ირანისთვის გზის მომზადებაზე, რათა ჩვენმა საყვარელმა აზერბაიჯანელმა ძმებმა და დებმა ირანის ტერიტორიის გავლით ნახიჩევანში ჩასვლა შეძლონ. „ამ მიმართულებით გზებისა და რკინიგზის მშენებლობის სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ უკვე შევთანხმდით ამ საკითხზე და, ღვთის ნებით, აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის კომუნიკაციის დამყარებაში არანაირი დაბრკოლება არ იქნება“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button