პოლიტიკა
რუსული სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაყვანის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება – ალენ სიმონიანი

რუსული სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაყვანის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. ამის შესახებ სომხეთის პარკამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა. „სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. ჩვენ ასეთი საუბრები არ გვქონია, ამაზე ახალს ვერაფერს ვიტყვი“, – განაცხადა სიმონიანმა.







