პოლიტიკა

ბაქო რკინიგზის გასწვრივ რუსული ჯარების განლაგების მომხრე იყო, ჩვენ კი წინააღმდეგი ვიყავით  –  არარატ მირზოიანი

გვრჩება შთაბეჭდილება, რომ რამდენიმე თვის და წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს აზერბაიჯანული მხარე ცდილობდა ამ ტერიტორიისთვის (სიუნიქი – რედ.) რაიმე სახის ექსტრატერიტორიული დერეფნის შექმნას, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა DW-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მაგალითად, მათ მოითხოვეს, რომ ამ რკინიგზის გასწვრივ მესამე ქვეყნის შეიარაღებული ძალები განლაგებულიყო. მახსოვს, როგორ ამბობდნენ, რომ რკინიგზის გასწვრივ რუსული ჯარები უნდა განლაგებულიყო. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელი იყო. დერეფანი არ არსებობს, მაგრამ არსებობს „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button