ეკონომიკამთავარი

ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით მარშრუტის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავს: პროექტში სომხეთიც შედის

ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით TRACECA-ს სატრანსპორტო მარშრუტის ერთიანი სატრანზიტო ნებართვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის ემზადება, იუწყება სააგენტო KazTAG.

„ამ შეთანხმების დებულებები არეგულირებს საქონლის საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვას მონაწილე სახელმწიფოების ტერიტორიებზე ერთიანი სატრანზიტო ნებართვის გამოყენებით, ადგენს მისი გაცემის, გამოყენების პირობებსა და პროცედურას, ასევე სხვა დებულებებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია MTT-თან (ერთიანი სატრანზიტო ნებართვა)“, – ნათქვამია მთავრობის დადგენილების პროექტის აღწერაში.

დოკუმენტის თანახმად, შეთანხმება ითვალისწინებს სატრანზიტო ნებართვების ერთიანი მექანიზმის შექმნას საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების გასამარტივებლად და დასაჩქარებლად, პროცედურების გამჭვირვალობისა და დიგიტალიზაციის გაზრდის, ასევე TRACECA-ს მარშრუტებზე სატრანზიტო ნაკადების გაზრდის მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button