საზოგადოება

პარიზში გამართულ საერთაშორისო თავდაცვის ტექნოლოგიების გამოფენაში 30 სომხური ორგანიზაცია მონაწილეობს

საფრანგეთის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანების საქმეთა მინისტრის, კატრინ ვოტრინის მოწვევით, სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრი მხითარ ჰაირაპეტიანი პარიზში იმყოფება, რათა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო თავდაცვის ტექნოლოგიების გამოფენა Eurosatory 2026-ში, რომელიც 15 ივნისს გაიხსნა.

 „სრ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სომხეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 30 ორგანიზაცია (18 –  გამომფენი, 12 -სტუმარი) ერთიანი პავილიონით მონაწილეობს Eurosatory 2026-ში, სადაც საერთაშორისო პლატფორმაზე წარმოდგენილია სომხური წარმოებისა და კვლევითი პოტენციალი.

სომხეთ-ფრანგულმა ტექნოლოგიურმა პარტნიორობამ ახალი იმპულსი შეიძინა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, სომხეთში მიმდინარე წლის 5 მაისს ოფიციალური ვიზიტის შემდეგ. სომხეთისა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ხელმოწერილმა მემორანდუმმა ორივე ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობები გახსნა და ეს ვიზიტი ზემოაღნიშნული შეთანხმებების პრაქტიკული დასაწყისია“, – დაწერა მხითარ ჰაირაპეტიანმა თავის Facebook გვერდზე, იტყობინება „ARMENPRESS“-ი.

 პოსტში ხაზგასმულია, რომ ღონისძიება, რომელიც 1967 წლიდან იმართება, წელს მსოფლიოს 66 ქვეყნიდან 2300-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს 42 ეროვნული წარმომადგენლობითი პავილიონით. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია 120-ზე მეტი პანელური დისკუსია და გამოფენა. დღის წესრიგი ფოკუსირებულია სამხედრო მრეწველობის, უპილოტო სისტემების, სადაზვერვო ტექნოლოგიებისა და თანამედროვე იარაღის, კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე სექტორში განვითარების ტენდენციებსა და გამოწვევების დასაძლევად ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე.

„უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარება სომხეთის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. „პრესტიჟული Eurosatory 2026 ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობაა, დაამყაროს საერთაშორისო კავშირები სამხედრო მრეწველობაში, გააფართოვოს წარმოებისა და კვლევის შესაძლებლობები, ასევე შეისწავლოს უცხოური ბაზრები“, – დაასკვნა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button