საერთაშორისო

Firebird AI-მ ყაზახეთთან 10 მილიარდი დოლარის ღირებულების სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა

Firebird AI-მ, რომელიც სომხეთში NVIDIA-სთან, Dell Technologies-თან და სომხეთის მთავრობასთან პარტნიორობით მასშტაბური ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის პროექტს ახორციელებს, ყაზახეთის რესპუბლიკის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების სამინისტროსთან 10 მილიარდი დოლარის ღირებულების სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ცნობას კომპანია აქვეყნებს.

პარტნიორობის მიზანია ყაზახეთში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსებისა და ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების მხარდაჭერა.

იგეგმება ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრის კამპუსის შექმნა, პროფესიული შესაძლებლობების განვითარების პროგრამების განხორციელება და წამყვან გლობალურ ტექნოლოგიურ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

ნახეთ მეტი
Back to top button