ეკონომიკა

სომხეთისა და საფრანგეთის  მინისტრებმა მაისში ხელმოწერილი სტრატეგიული მემორანდუმის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

პარიზში გამართული Eurosatory 2026-ის საერთაშორისო თავდაცვის ტექნოლოგიების გამოფენის ფარგლებში, სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრი მხითარ ჰაირაპეტიანი შეხვდა შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანების საქმეებში საფრანგეთის სრულუფლებიან მინისტრს ალის რუფოს.

„შეხვედრის დროს განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები სამხედრო ინდუსტრიის, თავდაცვის ინოვაციებისა და მოწინავე ტექნოლოგიების სფეროებში“, – დაწერა მხითარ ჰაირაპეტიანმა თავის Facebook გვერდზე.

 შეხვედრის დროს განიხილეს 5 მაისს ერევანში ხელმოწერილი სტრატეგიული ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებების შესრულება და მიღწეული იქნა შეთანხმებები  სამომავლო ქმედებებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button