
სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ 7 პოლიტიკური ძალისგან მიიღო განაცხადი, რომლითაც ისინი 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ასაჩივრებენ. დღეს განაცხადები წარადგინეს პარტიებმა „აყვავებული სომხეთი“, „ერთობის ფრთები“, „ახალი ძალა“, „დემოკრატია, კანონი, დისციპლინა“ (DOK) და „რესპუბლიკის დემოკრატიის დამცველთა ალიანსმა“.
ადრე, იგივე მოთხოვნით მიმართეს ბლოკებმა „ძლიერი სომხეთი“ და „სომხეთი“.
საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია განიხილოს საქმე და მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 15 დღისა.







