კულტურა

სომხეთი 2027 წელს კანის კინოფესტივალის „კრიტიკოსთა კვირეულის“ პროგრამის „შემდეგი ნაბიჯის სტუდიის“ საპატიო ქვეყანა გახდება

სომხეთი 2027 წელს კანის მე-80 საერთაშორისო კინოფესტივალის „კრიტიკოსთა კვირეულის“ პროგრამის „შემდეგი ნაბიჯის სტუდიის“ საპატიო ქვეყანა გახდება.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში ოთხი სომეხი და ოთხი უცხოელი რეჟისორი ერთობლივად შექმნის ოთხ მოკლემეტრაჟიან ფილმს სომხეთში, რომლებიც წარმოდგენილი იქნება კანის კინოფესტივალზე 2027 წელს.

პროგრამა ხორციელდება სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სომხეთის კინორეჟისორების და პროდიუსერების გილდიასთან თანამშრომლობით.

ერევნის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის „ოქროს გარგარის“ ფარგლებში, საერთაშორისო ინიციატივის „შემდეგი ნაბიჯის სტუდიის“ დამფუძნებელმა დომინიკ ველინსკიმ და კანის კრიტიკოსთა კვირეულის პროგრამის წარმომადგენელმა ჯულიეტ კენონმა გამოაცხადეს კონკურსის შედეგად შერჩეული 4 სომეხი რეჟისორის სახელი. ღონისძიებას დაესწრო სომხეთის რესპუბლიკის განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ტიგრან ვირაბიანი.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთიდან შეირჩნენ რეჟისორები არმიკ ისრაელიანი, სონა ხაჩატრიანი, რაფი მოვსისიანი და ნაირა სარგსიანი. ისინი მოგვიანებით შეუერთდებიან 4 საერთაშორისო რეჟისორს და ერთობლივად შექმნიან 4 მოკლემეტრაჟიან ფილმს სომხეთში, რომელიც კანის კინოფესტივალზე 2027 წელს იქნება წარმოდგენილი.

ხაზგასმულია, რომ ეს ინიციატივა სომეხ კინორეჟისორებს არა მხოლოდ საკუთარი ფილმების წარდგენის, არამედ სამომავლო სრულმეტრაჟიანი პროექტების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებთან გაცნობის, ერთობლივი წარმოებების შემუშავებისა და სომხური კინოს გლობალურ ბაზარზე პოპულარიზაციის შესაძლებლობას მისცემს.

პროექტი სომხეთში რამდენიმე ეტაპს მოიცავს: სცენარის შემუშავება, საერთაშორისო სპეციალისტებთან მუშაობა, წარმოების მომზადება, გადაღება, პოსტ-წარმოება და ფილმის პრეზენტაცია.

ნახეთ მეტი
Back to top button