საზოგადოება
ჰრაირ თოვმასიანს ბრალდება წაუყენეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ჰრაირ თოვმასიანს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის მეორე ნაწილით, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით, რამაც დაუდევრად გამოიწვია მძიმე შედეგები. ამის შესახებ იტყობინება სპეციალური საგამოძიებო სამსახური.







